სასწავლო პროექტი


წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური მცენარეები
  
პროექტის მთავარი  თემა    გაეცნობიან  ,,წითელი წიგნის“  შექმნის ისტორიას. გააცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს  ,,წითელი  წიგნი“ . რა დანიშნულება აქვს მას.   შეისწავლიან იმ უნიკალურ მცენარეებს, რომლებიც ხარობს გურიაში.
  
პროექტის აქტუალობა   ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვებმა კარგად გაეცნონ ,,წითელ წიგნს“ და იმ უნიკალურ მცენარეებს, რომლებიც ხარობს გურიაში.  ისინი გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ბუნების შესახებ.გაიგებენ მეტს ბუნების პრობლემების შესახებ. გაუჩნდებათ პატივიცცემა ფლორასა და ფაუნის შესახებ.
         პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს უფრო განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროებიშედარების, მონაცემთა ანალიზის, ორგანიზებულობის, შემოქმედობითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.     
პროექტის  მიზანი    ,,წითელი წიგნის“ მნიშვნელობა.  მასში  შეტანილი ჩვენი კუთხის მცენარეთა გაცნობა    და პოპულარიზაცია. ლიფლეტების მომზადება და გამოშვება.swavlebiუნარების განვითარებაუნარის განვიტარებასწგგქტიკულიქპალაქეობრივი პრაქტიკულიპასუხის
მონაწილეთაა ასაკი: 9– 10 წელი.

ვადები: 4-5 კვირა

მოსალოდნელი შედეგები:    ბავშვებ გაეცნობიერებე საქართველოს ,,წითელ წიგნს“ და გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ბუნების შესახებ. შეისწავლიან იმ უნიკალურ მცენარეებს, რომლებიც ხარობს გურიაში. გაუჩნდებათ პატივიცემა ფლორისა და ფაუნის შესახებ. გაეზრდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარების, მონაცემთა ანალიზის, ორგანიზებულობის, შემოქმედობითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.

შეფასების საგანი და პროცედურები:
პროექტის მონაწილეებს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით:
 პრეზენტაცია:
შინაარსის კორექტულობა,
 ენობრივი გამართულობა,
 ვლევა
 თვალსაჩინოებები,
 შემოქმედებითობა.

წინასწარი ცოდნა:   მოსწავლეებმა იციან  ზოგადად რა არის ,,წითელი წიგნი“.   წარმოდგენა აქვთ საქართველოს მცენარეულ საფარზე, ცხოველთა სამყაროზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები პროექტისათვის საჭიროა სასკოლო სახელმძღვანელო ( ბუნება მე-4 კლასი), ენციკლოპედია, აუცილებელია კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ციფრული ფოტო და ვიდეო კამერა, თაბახის ფურცლები და კალმები.

პროექტის მსვლელობა:
(პირველი კვირა)       
აქტივობა   1        
   სამიზნე ჯგუფს, გავაცნობ პროექტის თემას - წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური  მცენარეები და მიმოვიხილავ ზოგად ჭრილში. საუბრის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები. შემდეგ ეტაპზე კლასს ვყოფ 2 ჯგუფად, სადაც ხდება მოვალეობების გადანაწილება ჯგუფებში: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ვინ არის შემსრულებელი, ვინ რას და როდის აკეთებს, ვინ უკეთ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ვინ ხატავს, ვის აქვს ორიგინალური ხედვა).
აქტივობა 2.   დავავალებ პროექტის შესახებ ჩამოწერონ კონკრეტული კითხვები:
)    რა არის  ” საქართველოს წითელი წიგნიდა რა დანიშნულება აქვს.
   რა არის ნაკრძალი.
)   რა არის ეროვნული პარკი.
)   რა არის აღკვეთილი
დ)  რას ნიშნავს უნიკალური მცენარე.
 მეორე კვირა
აქტივობა 3. შევქმნი ორ ჯგუფს და გავუნაწილებ დავალებებს. მოსწავლეებს მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს, ვაკავშირებ შესაბამის  ადამიანებთან.
 I ჯგუფი:
     მოიძიონ ინფორმაცია სახელმძღვანელოსა და ენციკლოპედიაში. (ციფრული ფოტო და ვიდეო აპარატის გამოყენება).
II ჯგუფი:
     მოიძიონ ინფორმაცია კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით. გამოიყენონ სხვა საშუალებები (ციფრული ფოტო და ვიდეო აპარატის გამოყენება).
აქტივობა 4.  შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები უკვე იწყებენ გეგმის რეალურად ხორცშესხმას, ინფორმაციის შეგროვებას, შეჯერებას, ანალიზს, უღრმავდებიან საკვანძო საკითხებს, იწყებენ ჩანაწერების წერას, აქტიურად ზრუნავენ პროექტის ვიზუალურ მხარეზეც, იყენებენ შემოქმედებით პოტენციალს, ქმნიან პრეზენტაციას, პლაკატებს, კედლის გაზეთს, საველე კვლევის აღმწერ ფოტომასალას.
აქტივობა 5    მოძიებული ინფორმაციების წარმოდგენა დათქმულ ვადებში ჯგუფების მიერ:
I ჯგუფი წარმოადგენს  ნამუშევარს 2 კვირაში.
II ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს 2 კვირაში.
აქტივობა 6. ნამუშევრების პრეზენტაცია ჯგუფების მიერ   განხორციელდება მე-4 კვირას.
 მეხუთე კვირა
აქტივობა  7. ლიფლეტების  მომზადება  
 მეექვსე  კვირა
 აქტივობა  8 .    პროექტის პრეზენტაცია (მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის თემის წარმომადგენლებისთვის) და ლიფლეტების  დარიგება.    
 აქტივობა  9.   პროექტის შეჯმება - შეფასება.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენთ ბუნებასთან, ხელოვნებასთან და ინფორმატიკასთან ინტეგრირებას. დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს:

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეთერ ბერიძე.

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: eteriberidze68@gmail.com

No comments:

Post a Comment